თუ მართალია ის ამბავი,რომ ამ ქვეყნად ყველა ადამიანი რაღაცისთვის იბადება,მაშინ ნანი ბრეგვაძე სიმღერისთვის ყოფილა გაჩენილი.სიმღერა ამ სამყაროს თავი და ბოლო,მისი სიცოცხლის არსი,მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.

ყოველ ხელოვანს თვითდამკვიდრებისა და აღიარების თავისი გზა აქვს.ზოგისთვის იგი ხანგრძლივია და რთული,წინააღმდეგობებით აღსავსე.ნანი ბრეგვაძის შემოქმედება იმ ბედნიერ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება,რომელსაც პირველივე ნაბიჯებიდან თან დაჰყვება საერთო აღიარება და სიყვარული.

მღერის სიყვარულზე,ერთულებაზე,ბედნიერებაზე.მგზნებარედ ასრულებს ძველებურ რომანსებს,მან დაუბრუნა მათ ამორთმეული რუსული სული,მაგრამ მისი სიმღერის დრამატიზმს არაფერი აქვს საერთო იმ სენტიმენტალობასთან,რომლითაც სრულდება ზოგჯერ ბოშური და ძველებური რუსული რომანსები. კეთილშობილება და სისადავეა ნანის ხელოვნების პირველი ნიშანი.

მთელი თაობები გაიზარდნენ მის ნამღერ სიმღერებზე და დღესაც ბევრი ახალგაზრდა შემსრულებელი დიდი სიფაქიზით ეპყრობა მათ.მაგრამ ნანის რეპერტუარში არის სიმღერები,რომლებიც ვერავინ ხელყო.ისინი მხოლოდ ნანის ხმის საკუთრებაა,ნანის მზერითაა სავსე,როგორც -„ბალადა ვაზზე“.მუსიკის ეროვნული,მდიდარი ჰარმონია,ნონეშვილის ლექსი,ნანის ხმა-ერთი მთლიანი,ერთი ამოსუნთქვაა.ალბათ თვითონაც გაუჭირდება გიპასუხოთ, რამდენი ნაწარმოებია მის რეპერტუარში,რომელი უფრო მოსწონს,რომელს მღერის მეტი გატაცებით.„ჯადოქარი“, „მთაწმინდა“,  „სად იყავი მაშინ“, „ბალადა ვაზზე“,   „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ და მრავალი სხვა.

რევზ ლაღიძე,ვაჟა აზარაშვილი,ბიძინა კვერნაძე,არჩილ კერესელიძე, შოთა მილორავა,  და სხვები საგანგებოდ წერდნენ ნანისთვის.მაღაზიების თაროებიდან თვალის დახამხამებაში ქრებოდა ფირფიტები, რომლებზეც ჩაწერილი იყო საუკეთესო ქართული და უცხოური სიმღერები.უამრავ ქართულ ფილმში ჟღრს მისი სიმღერა :“დათა თუთაშხია“,  „შეხვედრა მთაში“,  „განგაში“,  „ვერის უბნის მელოდიები“.

განსაკუთრებით შეერწყა მისი ხმა სოფიკო ჭიაურელის გმირებს ფილმებში,თითქოს ეს ორი უდიდესი დედოფალი სცენისა განუყოფელი ხდება ამ დროს.
თავადაც აქვს მიღებული მონაწილეობა ფილმებში:“მე პელეს ნათლია!“,  „სამკაული სატრფოსათვის“,  „ორერა,სრული სვლით“,  „ორი მსახიობი“.

 

 

ნანიზე ამბობენ

ჯანსუღ კახიძე

 

- ქართული მუსიკის გამოჩენილ ოსტატთა ერთ-ერთ საღამოზე მაესტრო ჯანსუღ კახიძემ ამ სიტყვებით წარადგინა ნანი ბრეგვაძე - "სიმღერის, სილამაზისა და სცენის დედოფალი"...
არაჩვეულებრივი შარმი და სასცენო ვიზუალი, გრაციოზული პლასტიკა და ელეგანტური ჟესტები. სიმღერა მისთვის ჰაერია, არსებობის აუცილებელი პირობა და სასიცოცხლო "განაჩენი". მისი უნიკალობის ფორმულა მისსავე თვითმყოფადობაში, გამორჩეულ ინდივიდუალობაშია. გამიგონია, სტილი თვით ადამიანიაო. ნანის სტილიც ძალიან ჰგავს თავად მომღერალს.

 

CST - ტექნოლოგიების სკოლა

| + - | RTL - LTR

ვებ-უზრუნველყოფა: ოთარ ზაკალაშვილი | ნიკოლოზ შოთაძე